მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება თქვენს ინვესტიციასთან დაკავშირებით
უძრავი ქონებისა და ავტომანქანების ინსპექტირების პირველი სერვისი საქართველოში
ვინაიდან საქართველოში არ არსებობს რაიმე ორგანო, ან ასოციაცია, რომელიც ინსპექტირებას არეგულირებს, თითქმის შეუძლებელი უძრავი ქონების, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების ხარისხის შესახებ სწორი და ზუსტი ინფორმაციის მიღება. ამიტომ, ჩვენ ინსპექტირების საკუთარი სისტემა შევქმენით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი ექსპერტების ცოდნის გაერთიანებით, ჩვენ გთავაზობთ საქართველოში ყველაზე სანდო და ობიექტურ ინსპექტირების სერვისს.
უძრავი ქონების ინსპექტირებამ შესაძლოა გამოავლინოს, რომ უძრავი ქონების ფასი ათობით ათასი დოლარით აღემატება მის რეალურ ღირებულებას და მომავალში, დამატებითი ხარჯების გაწევა გახდება საჭირო.
ჩვენ გამოცდილ ადგილობრივ ინსპექტორებს ვამზადებთ, რათა მათ ინსპექტირების საერთაშორისო დონის კრიტერიუმები დააკმაყოფილონ.
ჩვენს გუნდს შეუძლია საბოლოო ანგარიშის ამ სამიდან ნებისმიერ ენაზე თარგმნა.
ჩვენ გვესმის, რომ ხშირად ტრანზაქციების სწრაფად დასრულებაა საჭირო. ამიტომ, ჩვენი გუნდის მიზანია ანგარიშის 2-დან 4 სამუშაო დღეში მომზადება.
ჩვენ გვესმის საერთაშორისო დონის მომსახურების და ხარისხის მნიშვნელობა. ამიტომ, გუნდს შესაბამისი ღირებულებების გათვალისწინებით ვამზადებთ.
მიიღეთ დეტალური მომსახურება და დაზოგეთ ათასობით დოლარი
უძრავი ქონების ინსპექტირება არის ქონების მდგომარეობის შესახებ დეტალური ანგარიშის მომზადება, რათა დადგინდეს მისი რეალური კონდიციები. ჩვენი ინსპექტირების სერვისი ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით ხორციელდება. ინსპექტირების ანგარიში მოიცავს ქონების სწორ და ობიექტურ შეფასებას, მათ შორის ყურადღების იმ დეფექტებზე გამახვილებას, რომლებმაც გავლენა შესაძლოა მოახდინონ უსაფრთხოებასა თუ ქონების ფასზე. ანგარიში მყიდველს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება სრულ, დეტალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მჭირდება უძრავი ქონების შემოწმება?
ბევრ ქვეყანაში, უძრავი ქონების ინსპექცია თითქმის ყველა ნასყიდობის შემადგენელი ნაწილია. ამის მიზანი უხილავი დეფექტებისა და პოტენციური რისკებისა თუ ხარჯების აღმოჩენაა. გასაკვირია, მაგრამ საქართველოში მყიდველების დიდი ნაწილი უბრალოდ “ენდობა გამყიდველის/მაკლერის სიტყვას”.
ჩვენი კლიენტების გამოცდილებიდან ჩანს, რომ უძრავი ქონების შემოწმებამ შესაძლოა აჩვენოს, რომ უძრავი ქონების ფასი ათობით ათასი დოლარით აღემატება მის რეალურ ღირებულებას და მომავალში, საჭირო გახდება მასზე დამატებითი ხარჯების გაწევა. ან, პირიქით, ჩვენი შემოწმებით შესაძლოა დადგინდეს, რომ ქონება არის შეთანხმებული სტანდარტის და მისი შეძენა მშვიდად შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ინფორმაციის ფლობა უპირატესობაა. ობიექტური ინფორმაციის საშუალებით შეგიძლიათ მოლაპარაკება, თავდაჯერებულად შეძენა, ან ცუდი ინვესტიციის თავიდან არიდება.
ზოგიერთი ასპექტი, რომელსაც ქონების შემოწმება გამოავლენს:
რა ინფორმაცია / დოკუმენტები უნდა მოგაწოდოთ, რათა დაიწყოთ ინსპექცია?
მისამართი და საკადასტრო კოდი, რათა დავადგინოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ზუსტი ინფორმაცია. გამყიდველის ან მისი წარმომადგენლის საკონტაქტო დეტალები, რათა უძრავ ქონებაზე წვდომა მოვიპოვოთ. ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული უძრავი ქონების ფოტოები ან URL მისამართი.
დეტალებისა და ჩვენი ექსპერტიზის დონის უკეთ გააზრებისთვის, იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სრული ანგარიში, რომელიც სამოქალაქო ინჟინერიის დოქტორმა მოამზადა:
საბოლოო ფასი დამოკიდებულია უძრავი ქონების ფართობსა და მდგომარეობაზე (შავი კარკასი, თეთრი კარკასი, დასრულებული). ყველაზე დაბალი ფასი განსაზღვრულია შავი კარკასის მქონე ქონებისთვის, რომლის ფართობიც 90m2-ზე ნაკლებია.
90m2-მდე
შავი კარკასი
600 ლარი
90m2-მდე
თეთრი კარკასი / მწვანე კარკასი
800 ლარი
90m2-მდე
დასრულებული / მწვანე კარკასი
1,000 ლარი
90m2-მდე
დასრულებული
1,200 ლარი
90m2-ზე მეტი
შავი კარკასი
800 ლარი
90m2-ზე მეტი
თეთრი კარკასი
1,000 ლარი
90m2-ზე მეტი
დასრულებული / მწვანე კარკასი
1,200 ლარი
90m2-ზე მეტი
დასრულებული
1,400 ლარი
მოითხოვეთ დეტალური შემოწმება, ნუ გადაიხდით ზედმეტს
საქართველოში ავტომობილების პროფესიონალური შემოწმება საკმაოდ იშვიათია. მყიდველთა უმეტესობა ეყრდნობა იმ მეგობრის ან ოჯახის წევრის მოსაზრებას, რომელიც უბრალოდ “ერკვევა მანქანებში,” მას კი საბურავებისთვის ფეხის დარტყმით და ძრავში ნახერხის ნახვით ამოწმებს. სანდო მექანიკოსის პოვნა საკმაოდ ძნელია, ხოლო ისეთის პოვნა, რომელიც შეამოწმებს მანქანას და გაზრდილ ფასად არ შემოგთავაზებთ შესაკეთებელ სამუშაოებს, თითქმის შეუძლებელი.
ჩვენი მომსახურება სრულიად დამოუკიდებელია ყველა ავტოფარეხისა და მექანიკოსისგან - ჩვენ საერთოდ არ გავწევთ მანქანების სარემონტო მომსახურებას. ჩვენ არ ვიღებთ ფულს სარემონტო სამუშაოებიდან, ამიტომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენი რჩევები სრულად ობიექტურია.
გამოიყენეთ ჩვენი ინსპექტირების ანგარიში, რათა არა მხოლოდ შეაფასოთ, ღირს თუ არა ავტომობილის შეძენა, არამედ მის საფუძველზე მიმართოთ მექანიკოსს და მოითხოვოთ ზუსტად ის საჭირო სარემონტო სამუშაოები, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას სჭირდება.
ზოგიერთი ასპექტი, რომელსაც ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება გამოავლენს:
რა ინფორმაცია / დოკუმენტები უნდა მოგაწოდოთ, რათა დაიწყოთ შემოწმება?
მისამართი, სადაც მოხდება შემოწმება, მანქანის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ამჟამინდელი მესაკუთრის საკონტაქტო ინფორმაცია.
შესაძლებელია, რომ ინსპექტორი ავტოსატრანსპორტო საშუალების დილერთან გამომყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცი რომელი მანქანის შეძენა მსურს?
დიახ, ეს შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა გაიზარდოს მომსახურების ფასი. ეს დამოკიდებულია დროის ხანგრძლივობაზე, განსაკუთრებით, თუ რამდენიმე შემოწმება გახდება საჭირო. გთხოვთ, ამ გარემოების შესახებ მომსახურების მოთხოვნის დროს მიუთითოთ.
საბოლოო ფასი დამოკიდებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობასა და შემოწმების ადგილმდებარეობაზე.
რამდენად მალე დასრულდება შემოწმება?
დრო დამოკიდებულია სამუშაოს სირთულესა და მომსახურების მოთხოვნის დროს ჩვენს ხელმისაწვდომობაზე. მომსახურების მოთხოვნიდან დასრულებული ანგარიშის გამოგზავნამდე საშუალო დრო ჩვეულებრივ 2-5 სამუშაო დღეა. თუ მანქანას ყიდულობთ მომენტალურად, შემმოწმებელს შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იქნება ანგარიშში, რათა დაგეხმაროთ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში; შემდეგ კი გამოგიგზავნით სრულ წერილობით ანგარიშს, რათა შეასრულოთ ყიდვის შემდგომი სარემონტო სამუშაოები.
რა ენებზეა შესაძლებელი ანგარიშის მიღება?
ამჟამად ინგლისურ, რუსულ ან ქართულ ენებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ თარგმანი სხვა ენებზე, როგორც წესი, უმჯობესია ანგარიშის მიღება იმ ენაზე, რომელიც გასაგებია თქვენთვისაც და გამყიდველისთვისაც. ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ანგარიშის მიღება შესაძლებელია მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თარგმნისთვის განისაზღვრება დამატებითი საფასური. დამატებითი საფასური დამოკიდებულია ანგარიშის მოცულობაზე.
როდის უნდა გადავიხადო?
საფასურის სრულად გადახდა უნდა განხორციელდეს მომსახურების მოთხოვნის შემდეგ, სამუშაოების შესრულების დაწყებამდე. თავდაპირველად ქონებას შევაფასებთ ფოტოებით და ონლაინ გამოგზავნილი ინფორმაციით, რის შემდეგაც გამოგიგზავნით საბოლოო ფასსა და ინვოისს.
არსებობს ფარული/დამატებითი ხარჯები?
ჩვეულებისამებრ არ არსებობს რაიმე ფარული ან დამატებითი ხარჯი. თავდაპირველი ფასი შესაძლოა გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება თქვენს მიერ მოთხოვნილი მომსახურების მოცულობა ან ფარგლები. დამატებითი სამუშაოების საჭიროების შემთხვევები იშვიათია, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ჩვენი მომსახურების ფასი არ გაიზრდება. ხოლო იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მომსახურების მოცულობა ან ფარგლები გაიზრდება, ინფორმაციას ფასის ზრდის შესახებ მოგაწვდით წინასწარ და შესაბამის დამატებით მომსახურებას გავწვევთ მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის შემდეგ. ფასის ზრდის შესახებ თქვენ არასდროს არ შეიტყობთ მოულოდნელად.
უძრავი ქონების შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ ბინები, თუ კერძო სახლებიც?
მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და ბათუმში უმეტესად გავრცელებულია ბინების ყიდვა-გაყიდვა, სრულიად შესაძლებელია კერძო სახლის შემოწმებაც. მოგვაწოდეთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ჩვენ განვსაზღვრავთ მომსახურების ფასს.
შემოწმებას ექვემდებარება როგორც ბინის მთლიანი შენობა, ისე თავად ბინა?
ჩვენი გუნდი შეამოწმებს სადარბაზოს ზოგიერთ ელემენტს, მაგალითად, სადარბაზოს იმ ნაწილსა და კორიდებს, რომელიც თქვენი ბინის მომიჯნავედ მდებარეობს. თუ თქვენ უფრო ფართო შემოწმება გჭირდებათ, გთხოვთ, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეთ წინასწარ, რადგან აღნიშნული დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ამასთან, ზოგიერთი ფართის შემოწმებისთვის შესაძლოა საჭირო იყოს სადარბაზოს ზედამხედველის სპეციალური ნებართვა.
შესაძლებელია თბილისსა და ბათუმს გარეთ არსებული უძრავი ქონების / ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება?
ჩვეულებისამებრ კი. მოგვაწოდეთ ინფორმაცია შემოწმების ადგილის შესახებ და ჩვენ შევძლებთ გაზრდილი ფასის განსაზღვრას მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებით.
ამოწმებთ თუ არა მავნებლებს და ობს?
ჩვენ არ ვამოწმებთ საკითხებს, რომლებიც უნდა შემოწმდეს დარგის სხვა სერტიფიცირებული სპეციალისტების მიერ. ჩვენ არ ვამოწმებთ: მღრღნელების შემოტევას, გამწვანებას, მავნებლებს, ჰაერის საშიშროებას (რადონი), ობს, ან დაბალი ძაბვის ელექტრო სისტემებს (განგაშის სისტემებს და სატელეფონო ხაზებს).
ფართი ყოველთვის მთლიანად მოწმდება?
Before inspection we contact the seller or developer to ask for permission to inspect the whole building. However, on several occasions we are not allowed to go to inspect the roof or basement.
ინსპექტირებამდე, ჩვენ ვუკავშირდებით გამყიდველს/დეველოპერს და ვთხოვთ უფლებას მთლიანი შენობის შემოწმებაზე. მაგრამ, ზოგჯერ სახურავის ან სარდაფის შემოწმების უფლება არ გვაქვს.
8 ილია ოდიშელიძის ქუჩა, საბურთალო, თბილისი
T: +995 599 370 113
E: info@checkit.ge
ორშაბათი - ხუთშაბათი: 10:00 - 17:00 | გთხოვთ, მომსახურება დაჯავშნოთ ონლაინ, ზემოთ. ჩვენთან გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათებით. ჩვენი მიმღები მზად არის მომსახურების შესახებ მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.
© Copyright CheckIt.GE | ყველა უფლება დაცულია